რეზონანსი
02.05.2020

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, პრაღიდან ბათუმის მიმართულებით შესრულებული სპეცრეისის განხორციელების შედეგად საქართველოში 89 მოქალაქე დაბრუნდა.

„ჯორჯიან ეარვეისის" რეისით საქართველოს მოქალაქეებმა ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ავსტრიიდან ისარგებლეს.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენები: 5 მაისი - ათენი-თბილისი; 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი - ბერლინი-თბილისი.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას დადგენილი კრიტერიუმებით განაგრძობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×