რეზონანსი
02.05.2020

კახეთში სწრაფი ტესტებით კიდევ სამ მედიკოსს დაუდასტურდა, თუმცა ეს უნდა გადამოწმდეს PSR ტესტით, რაც ოქროს სტანდარტია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხდა.

მისი თქმით, ინფიცირებული ექიმის კონტაქტების რაოდენობა 140-მდე გაიზარდა.

„თითქმის ყველა შემოწმებულია. თუმცა კიდევ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა. ჯერჯერობით არცერთ კონტაქტს საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნება", - აცხადებს ნელი ხიზანიშვილი.

დღეს კახეთში პირველი ინფიცირებული გამოვლინდა. კოვიდინფიცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. დღეს კახეთში პირველი ინფიცირებული გამოვლინდა. კოვიდინფიცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×