რეზონანსი
02.05.2020

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბოლნისის რაიონის სოფელ აკუერასთან.

შემთხვევის ადგილზე თვითმხილველების თქმით, მძღოლი ავტომობილს სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

ასევე დაშავდა ავტომობილში მყოფი რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შსს-ში განგვიმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების, ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×