რეზონანსი
02.05.2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გარდაცვლილი თანამშრომლის, ა. ზ. -ს მეუღლე პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც ის ამბობს, არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

„ლაპარაკის თავი არ მაქვს. მარტო ჩემი ქმარი მანახა, მეტი არაფერი მინდა. მე არაფერი ვიცი, მაგას ვკითხულობ. ჯერ არავინ მეუბნებოდა ცოცხალი იყო თუ მკვდარი, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, როგორ იყო არ ვიცი", - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე „რუსთავი 2-თან" საუბრისას.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გარდაცვლილი თანამშრომელი, ა. ზ. ნახეს. არსებული ინფორმაციით მამაკაცმა თავი მოიკლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×