რეზონანსი
02.05.2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სუს-ის შენობაში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტს უწყება ადასტურებს.

"კურიერის" ინფორმაციით, 36 წლის ალუდა ზვიადაურს, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს ჭრილობა მიყენებული. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი იყო.

გარდაცვლილის მეუღლეს ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მოხდა რეალურად. ქალბატონი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

დეტალები არც სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის მეზობლებმა და ახლობლებმა იციან. თუმცა ერთ-ერთი მათგანის ინფორმაციით, სავარაუდოდ ის იარაღს წმენდდა და შემთხვევით გაუვარდა.

"გომელაურის ძმაკაცი იყო, მე მგონი მაგასთან ერთად მუშაობდა. ამბობენ, რომ იარაღს წმენდდა და გაუვარდაო,"- აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.

ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით კი, გარდაცვლილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშად მუშაობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×