რეზონანსი
02.05.2020

ძალიან გთხოვთ რა, რომ გამობრძანდებით ხოლმე, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის, - ამ სიტყვებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა.

გამყრელიძის თქმით, ხალხში ილუზია შეიქმნა, რომ ქვეყანამ პანდემია დაამარცხა, თუმცა ეს ასე არ არის.

„ხომ გაქვთ შიდა ტელევიზია, ძალიან გთხოვთ რა, რომ გამობრძანდებით ხოლმე, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის. კარგად იქნება, მაგრამ ჯერჯერობით წინ გვაქვს ბევრი რამ, რადგან ოდნავ შემსუბუქდა, ხალხში ილუზია შეიქმნა, რომ დავამარცხეთ. არა, ჯერ ასე არ არის, შორს ვართ," - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მარნეულის მერიაში გამართულ შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე, პაატა იმნაძე, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი და მარნეულისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×