რეზონანსი
02.05.2020

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც „კოვიდ-19-ის" და კორონაციზმი-5-ის მსგავსებაზე საუბრობს.

„სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, გამოცემები და ექსპერტები აღნიშნავენ საქართველოს კოვიდ-19-თან წარმატებულ ბრძოლას და ბევრ მათგანს უკვირს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ მოახერხა ეს.

მაგრამ, საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ქართველ ერს მსგავს ვირუსთან ბრძოლის უკვე საკმაოდ დიდხნიანი გამოცდილება აქვს და მას კორონაციზმი-5 (COVID-5) ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამ ვირუსთან ბრძოლის ვაქცინა არ არის გამოგონილი, ქართველები მივეჩვიეთ არა მარტო მის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ მასთან თანაცხოვრებასაც კი.

უკანასკნელი მოვლენები ცხადყოფს, რომ კორონაციზმი-5 (COVID-5)-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ბევრად უფრო მალე იქნება დამზადებული (სავარაუდო თარიღად ოქტომბერი სახელდება) ვიდრე ახალი კოვიდ-19-ის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ორი ვირუსის კიდევ უფრო მალე დამარცხებას.

თუ მეცნიერულად შესწავლილი იქნება ორივე მათგანის გენეტიკური კოდები, რომლებიც როგორც ფაქტები მეტყველებენ, ძალიან მსგავსი და ერთმანეთთან დაკავშირებულია.

ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დღეს ორივე ეს ვირუსი მსგავსი ხერხებით ებრძვის საქართველოს", - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×