რეზონანსი
02.05.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია, რაც საშუალო ევროპული მაჩვენებელია.

ის სამედიცინო პერსონალს მოუწოდებს, მეტი სიფრხილე გამოიჩინონ და რეკომენდაციები დაიცვან.

„ჩვენ ვართ წინა ხაზზე. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ წესები და მათ შორის ჩემმა კოლეგებმა, ძალიან სკურპულოზურად უნდა დაიცვან ის წესები, რაც ინფექციის კონტროლთან არის დაკავშირებული, კერძოდ, იმ დამცავი საშუალებების მოხმარება, ჩაცმა, გახდა, დახურვა მათი და ა.შ. მაგრამ მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის. ნებისმიერ ბრძოლაში, იქნება ეს ნამდვილი ომი იარაღით, თუ კორონავირუსთან ბრძოლა, სამწუხაროდ, ჩვენ, სამედიცინო პერსონალი ვართ მოწყვლადი პოპულაცია", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×