რეზონანსი
02.05.2020

ქუთაის - გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელმა მოსახლეობას "გვირილობის" დღესასწაული მიულოცა. მეუფემ საზეიმო პარაკლისი ბაგრატის ტაძარში აღავლინა. მისი თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, დაკეტილია თეატრები, რესტორნები, კლუბები.

"ყველაფერი დაკეტილია, რესტორნები, თეატრები, კლუბები, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ, ამ სიხარულს, რომელსაც ვერაფერი მოერევა. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ქუთათურებს და ნელ-ნელა მეც ვხდები ქუთაისელი", - აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

ზუსტად 12:00 საათზე ქუთაისში მოქმედ ყველა ტაძარში "ორმაისობასთან" დაკავშორებით საზეიმოდ ზარები დაირეკა. ქუთაისში "ორმაისობა" წელს განსხვავებულად აღინიშნება. პანდემიის საფრთხის გამო, ღონისძიებები გაუქმდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×