რეზონანსი
02.05.2020

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა. „კოვიდ-19" ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები ადგილზე იმყოფებიან და ინფიცირებულის კლასტერს იკვლევენ.

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოძიებულია 60-მდე კონტაქტი. აღსანიშნავია, რომ ექიმის ვირუსით ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

ყვარლის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ტელმან ხვედელიძის განცხადებით, ინფიცირებული 50 წლამდე ქალი სასწრაფოს დახმარების ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა.

მისივე თქმით, ქალს რისკჯგუფის მქონე ადამიანებთან კონტაქტი არ ქონია. პრევენციის მიზნით, მედიკოსების გამოკვლევის დროს კორონავირუსი მას „პისიარ" ტესტით გამოუვლინდა.

ეპიდემიოლოგები ყვარლის მედპერსონალის დამატებით გამოიკვლევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×