რეზონანსი
02.05.2020

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. როგორც მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, წაღებულია 50 ათასი ლარის საქონელი.

„მაღაზია გაქურდეს კომენდანტის საათის დროს. წაღებულია ლეპტოპები, პერსონალური კომპიუტერები და ტელეფონები, დაახლოებით 50 ათასი ლარის საქონელი", - განაცხადა მან.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ქურდობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×