რეზონანსი
02.05.2020

კახეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი სასწრაფოს ექიმს დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews ავრცელებს.

ახლა ეპიდემიოლოგები ყველა კონტაქტს სწავლობენ. კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 325 პირის ნიმუში გააგზავნეს და კორონავირუსი მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა.

საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×