რეზონანსი
02.05.2020

კორონავირუსით გარდაცვლილი მერვე პაციენტი 72 წლის ქალია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, დაღუპულია 72 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 14 აპრილს შეიყვანეს.

„ბიოლოგიური სიკვდილი 72 წლის ქალთან დაფიქსირდა. ის კლინიკაში შემოვიდა 14 აპრილს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე მიოკარდიულ-ვირუსული ენდოკარდიტის დიაგნოზით. ანამნეზში ქალს ჰქონდა გულის უკმარისობა მეორე-მესამე კლასის, არტერიული ჰიპერტენზია, მორბიდული სიმსუქნე. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა დილით დაფიქსირდა გულის გაჩერება", - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კორონავირუსმა მე-8 პაციენტი იმსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×