რეზონანსი
02.05.2020

საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა – წერს გამოცემა l’opinion -ი.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველომ არა მხოლოდ რეფორმები გაატარა ასეთი ეკონომიკური დინამიურობის უზრუნველსაყოფად, არამედ უკან ჩამოიტოვა ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც.

„მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ ინდიკატორით საქართველო გლობალურად საუკეთესოთა შორის მე-7 ადგილზეა. დანია გამონაკლისად გვევლინება ევროკავშირში (რომელიც ამ რეიტინგში მე-4 ადგილზეა), მაგრამ ევროკავშირის არაწევრმა სახელმწიფომ – საქართველომ, არა მხოლოდ რეფორმები გაატარა ასეთი ეკონომიკური დინამიურობის უზრუნველსაყოფად, არამედ უკან ჩამოიტოვა ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც, მათი ძალისხმევის მიუხედავად (გერმანია 22-ე, ხოლო საფრანგეთი 32-ე ადგილზეა” – წერს სტატიის ავტორი ბრუნო ალომარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×