რეზონანსი
02.05.2020

"ტვ პირველის" თოქშოუების წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელებთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების გამო საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს. ამ საკითხზე ის რადიო თავისუფლებას ესაუბრა:

"საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს... ყველამ, ვინც ამ გუნდს [საინფორმაციო სამსახურს] შეუერთდება, უნდა იცოდეს, რომ დასჭირდება თავისუფლად გაზრდილ ჟურნალისტურ თაობასთან მუშაობის უნარები".

დღეს, პირველ მაისს "ტვ პირველის დირექტორმა", ინგა გრიგოლიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ჟიჟილაშვილის ნაცვლად საინფორმაციო სამსახურს ის თავად უხელმძღვანელებდა. ჟიჟილაშვილი თოქშოუების მიმართულებით განაგრძობს მუშაობას.

ნინო ჟიჟილაშვილი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თებერვლის ბოლო კვირაში გახდა. მისი ამ თანამდებობიდან წასვლა კი დროში ემთხვევა "ტვ პირველზე" მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ნოდარ მელაძის გადასვლას. როგორც ითქვა, ის არხის გენერალური პროდიუსერის თანამდებობაზე დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×