რეზონანსი
02.05.2020

28 აპ­რილს, სპა­ატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და­ვით ცი­ნა­რი­ძე მო­რიგ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას თით­ქმის და­ვი­წყე­ბუ­ლი ჰყავ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი კად­რი, რომ­ლის კა­რი­ე­რაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ოს შე­ე­წი­რა.

და­ვით ცი­ნა­რი­ძე ამ­ჯე­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ოჯა­ხუ­რი სკან­და­ლის გამო მო­ექ­ცა. შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ცი­ნა­რი­ძის მე­უღ­ლე მა­ნა­ნა ბო­ლო­თაშ­ვი­ლი 

"ამბებთან" საუბრობს:

"ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­მი­ღია, ვარ ჯან­მრთე­ლად. ჩემი შვი­ლე­ბი ინ­ცი­დენტს არ შეს­წრე­ბი­ან და კარ­გად არი­ან. ვაგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას ჩვე­ულ რიტ­მში.

ჩემ­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცია შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ჩემს სამ სამ­ყა­როს­თან, ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რო დრო. ერ­თად ვა­ცხობთ, ვხა­ტავთ, ვუვ­ლით ჩემს ყვა­ვი­ლე­ბის ბაღს, სა­ღა­მო­ო­ბით ვსა­უბ­რობთ იმ წიგ­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც კი­თხუ­ლო­ბენ. ასე­ვე ვას­რუ­ლებ დის­ტან­ცი­უ­რად ჩემს სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოკ­ვლე­ვა, თქვენს კი­თხვებს ამ ეტაპ­ზე ამომ­წუ­რა­ვად ვერ ვუ­პა­სუ­ხებ. მად­ლო­ბას გიხ­დით თა­ნად­გო­მი­სათ­ვის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×