რეზონანსი
01.05.2020

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინფიცირებულებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს და ექიმებს დაუპირისპირდნენ.

აგრესიული ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდგინდა ერთ ოჯახს, რომლის არც ერთ წევრს დაავადებისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ ჰქონდა.

ოჯახს მიაჩნია, რომ ტესტის პასუხი მცდარია და მათ კორონავირუსი არ სჭირთ, ეშინიათ, რომ სწორედ კლინიკაში დაინფიცირდებიან.

როდესაც ინფიცირებულების კლინიკაში გადასაყვანად ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია მივიდნენ, მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ავად არ არიან და არსად წასვლას არ აპირებენ, რის გამოც ადგილზე შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, მოსახლეობა პოლიციას და ექიმებს დაესხა თავს ქვებით, ხელკეტებით და ჯოხებით.

ამ მომენტამდე არც შს მინისტრს, არც ჯანდაცვის მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.

დამატებით ინფორმაციას ავრცელებს ნეტგაზეთიც, ბოლნისის მერის წარმომადგენლის მონაყოლზე დაყრდნობით:

"გვითხრეს, ჩვენს სოფელში ვირუსი არ არის, გაგვანებეთ თავიო და დაგვიშინეს ქვები და ჯოხები, ბევრნი იყვნენ. დააზიანეს სასწრაფოს ავტომობილები. ჩემი მანქანაც დალეწილია"

პაციენტი ამ მომენტშიც არ არის კლინიკაში გადაყვანილი. ალბათობა იმისა, რომ მასთან შემხებლობში ბევრი ადამიანი იყოს უკვე - დიდია.

ვინ აიღებს თავზე სოფლის მოსახლეობის დაშოშმინებას, რომლებსაც, სოფლის და რაიონის ჩაკეტვისაც ეშინიათ ისევ და ვინ მოახერხებს პაციენტის უსაფრთხოდ გადმოყვანას - ამ ეტაპზე, ეს უცნობია.

წყარო: ალია 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×