რეზონანსი
01.05.2020

სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ პიკი მოდის მეექვსე-მეშვიდე-მერვე კვირაზე. არ ვიცი, გავიმეორებთ თუ არა ჩვენც ამ გამოცდილებას, თუმცა პიკი ამ პერიოდზე მოდის. ამ პერიოდში იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ეს მატება სწრაფად იყოს იდენტიფიცირებული, - ამის შესახებ „ქრონიკას" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

„ახლა ჩვენთან შიდა გავრცელების პირველი შემთხვევიდან მეექვსე კვირა სრულდება. სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ პიკი მოდის მეექვსე-მეშვიდე-მერვე კვირაზე. არ ვიცი, გავიმეორებთ თუ არა ჩვენც ამ გამოცდილებას, თუმცა პიკი ამ პერიოდზე მოდის. ამ პერიოდში იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ეს მატება სწრაფად იყოს იდენტიფიცირებული. გუშინ გვყავდა 27 ახალი ინფიცირებული, ყველა იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. ძირითადად ეს არის ქვემო ქართლის კლასტერი - ბოლნისი, თეთრიწყარო და მარნეული. ეს რეგიონი ძირითადად ჩაკეტილია, მოქმედებს მკაცრი იზოლაცია, რომლის ძირითადი მიზანია, რომ ინფექცია რეგიონიდან არ გამოვიდეს. ხვალ ვაპირებ, ჩავიდე მარნეულში, თეთრიწყაროსა და ბოლნისში და ადგილზე გავიგო, რა არის საჭირო მუშაობის გასაძლიერებლად, რამეთუ სამივე მუნიციპალიტეტი საკმაოდ დაზიანდა - ჯამში 150-მდე დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 566 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×