რეზონანსი
01.05.2020

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

„ჩვენს კლინიკაში გარდაიცვალა დღეს საღამოს მეშიდე პაციენტი. 83 წლის მამაკაცი ურთულესი ქრონიკული დაავადებებით, არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო ჰქონდა მოკვეთილი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

გარდაცვლილი 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტი კლინიკაში მკურნალობდა და ახალ ვირუსთან ერთად ქრონიკული დაავადების მატერებელი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×