
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი სოსო გოგაშვილი დეპუტატობისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას „2020NEWS" ავრცელებს.
გოგაშვილი აღნიშნული ინფორმაციას არც დაადასტურა და არც უარყო.
"დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და არსებული კრიზისის პირობებში, რაიმე სახის პოლიტიკურ ნაბიჯებზე ჩემი მხრიდან საუბარი ნამდვილად ნაადრევია. ზოგადად, კი შემიძლია გითხრათ, რომ ვიქნები იქ, სადაც ჩემი ქვეყნისთვის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თუ უსაფრთხოების საჭიროებიდან გამომდინარე, უფრო ეფექტური იქნება ჩემი შესაძლებლობების და გამოცდილების გამოყენება, ანუ საქართველოს სამსახურში", - განუცხადა „2020NEWS"-ს სოსო გოგაშვილმა.
რომელ მაჟორიტარულ ოლქში აპირებს კენჭისყრას ან რამდენად იქნება გოგაშვილი გათვალისწინებული „ქართული ოცნების" სარჩევნო სიაში გამსვლელ პოზიციაზე, ამ ეტაპზე უცნობია. სააგენტოს ინფორმაციითვე, დიდი ალბათობით, გოგაშვილი ბედს კახეთის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში ცდის.
იოსებ გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობდა. 2018 წლის აგვისტოში მან თანამდებობა პანკისის ხეობაში მომხდარი სისხლიანი სპეცოპერაციის შემდეგ დატოვა, რასაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა.