რეზონანსი
01.05.2020

ნინო ჟიჟილაშვილი TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი აღარ არის. როგორც არხის დირექტორმა და ტელეწამყვანმა, ინგა გრიგოლიამ On.ge-ს უთხრა, ჟიჟილაშვილი კვირაში სამჯერ ახალ თოქ-შოუს წაიყვანს.

"არჩევნები მოდის და არხი ვემზადებით იმისთვის, რომ კორონავირუსი რომ გადაივლის, უკვე პოლიტიკური წინასაარჩევნო პერიოდისთვის ვიყოთ მზად", - აღნიშნა გრიგოლიამ.

როგორც გრიგოლიამ თქვა, საინფორმაციო სამსახურს თვითონ უხელმძღვანელებს:

"დიდი არაფერი ცვლილება არ არის, მეორედან მესამე სართულზე ასვლა-ჩამოსვლის თემაა ჩემთვის, ისედაც მუდმივ კონტაქტში ვიყავი საინფორმაციოსთან", - აღნიშნა მან.

ნინო ჟიჟილაშვილის წასვლა სამსახურის უფროსობიდან დროში დაემთხვა TV პირველში ნოდარ მელაძის გადასვლას.

ნოდარ მელაძემ მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა აპრილში დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×