რეზონანსი
01.05.2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, უძველესი ქრისტიანული სამარხი აღმოაჩინეს.

ყუთის ფორმის, ქვის სამარხს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი სახლის ეზოში, სასოფლო- სამეურნეო სამუშაოების დროს მიაგნო და შესაბამის სამსახურებს შეატყობინა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, წინაწარი დათვალიერებით, ის სავარაუდოდ, საოჯახო აკლდამაა და მეოთხე-მეხუთე საუკუნეებს განეკუთვნება.

მსგავსი სამარხი სოფელში სხვა ადგილზეც აღმოჩნდა. სამარხი ნაშენია გათლილი ფილა ქვებით და შიგნით დამარხულია რამდენიმე ადამიანი.

ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ მეოთხე-მეხუთე საუკუნეში აქ დასახლებული პუნქტი ყოფილა. სამარხი არქეოლოგიურ შესწავლას საჭიროებს- განაცხადა მარკოზაშვილი.

ძეგლთა დაცვის სამსახურმა ეროვნულ სააგენტოს სამარხის შესწავლისა და მისი ზუსტი დათარიღების თხოვნით, უკვე მიმართა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×