რეზონანსი
01.05.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი ლალი ტურძელაძე კლინიკაში მედპერსონალის ინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც მან განუცხადა, კლინიკაში ჰყავთ სხვადასხვა ქალაქიდან თუ კლინიკიდან გადმოყვანილი ინფიცირებული მედპერსონალი, თუმცა, უშუალოდ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პერსონალიდან არავინ დაინფიცირებულა.

"გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ამჟამად არავის არ დადასტურებია. ყველას, აბსოლუტურად, უარყოფითი აქვს გუშინდელ აღებულ სინჯებში. დღეს მივიღეთ სახლში დასვენებული სტაფი და ჩვენთან ნამუშევარი გავუშვით სახლებში. 2 კვირიანი რეჟიმი გვაქვს, რომ არ გადაიღალოს ხალხი. ასეთ რეჟიმში ვართ, არაფერი ახალი და განსხვავებული, საავადმყოფო არ დახურულა. ვიღებთ ჩვეულებრივ პაციენტებს.

ჩვენსას, არცერთს არ დადასტურებია, არ არის გამორიცხული არაფერი, შეიძლება, ჩვენიც დაავადდეს. გვყავს სამედიცინო პერსონალი სხვადასხვა ქალაქიდან, მაგრამ, ამ ეტაპზე, ჩვენი არცერთი არ არის," - განაცხადა ლალი ტურძელაძემ "კურიერთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×