რეზონანსი
01.05.2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს,- ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

„კლინიკაში ამ ეტაპზე იმყოფება 99 პაციენტი, მათგან ინფიცირებული 81 შემთხვევაა. ახალი შემთხვევა 24 საათში არ შემოსულა. დღეს კოვიდინფექციის გარშე ვწერთ 4 პაციენტს. მოვიდა 4 უარყოფითი პასუხი და რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას",- განაცხადა რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×