რეზონანსი
01.05.2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში მყოფი 8 პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა, 5-ის კი კვლავ მძიმე რჩება.

რაც შეეხება სხვა განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტებს, როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

„რეანიმაციულ განყოფილებაში წევს 8 პაციენტი, აქედან 3 არის სპონტანურ სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში გადმოვლენ განყოფილებებში. 5-ის მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ერთი დადებითი კლინიკა ვლინდება, რომ ჰემოდინამიკის სტაბილიზაციისთვის არცერთ მათგანს დამატებითი ჩარევა არ სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შოკის კლინიკა ამ პაციენტებთან მოხსნილია. სხვა განყოფილებებში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. უარყოფითი დინამიკის გარეშე",- განაცხადა რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×