
27 ახალი ინფიცირებულიდან 13 ბოლნისის კლასტერს წარმოადგენს, 1 თეთრიწყაროდანაა, 2 მარნეულის კლასტერია, 4 ინფიცირებული საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, ხოლო 7 პაციენტის ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ამ დროისთვის, კოვიდცენტრებში ჯამში 376 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება, ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კოვიდინფიცირებული დილის მონაცემებით არ არის.
კლინიკაში 41 კოვიდპაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელდა ორი, მათ შორის ერთი მოზარდი.
ამ დროისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში 10 ინფიცირებული მოზარდი აგრძელებს მკურნალობას.
3 ინფიცირებული კი მძიმე პნევმონიით მკურნალობს.