
„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები საოპერაციოდან, სადაც პირველად საქართველოში კოვიდინფცირებულს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ოპერაციაში 30-მდე მედიკოსი მონაწილეობდა.
როგორც კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია ამბობს, ექიმები ორი დღე ცდილობდნენ პაციენტის დახმარებას თერაპიული მკურნალობით, მაგრამ ქირურგიული ჩარევის გარეშე პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. პაციენტს ოპერაცია, ლაპარასკოპიის მეთოდით, ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდა.
„სრული აღკაზმულობით მოუწიათ ექიმებს ოპერაციის ჩატარება, ექთნის შეცვლაც კი დაგვჭირდა, რადგან ძალიან რთულია ასეთი ეკიპირებით მუშაობა. ოპერაცია წარმატებით ჩავატარეთ. ქირურგი საოპერაციოდან რომ გამოვიდა, როგორც იტყვიან, წყლად იღვრებოდა, სათვალეც კი დაბურული ჰქონდა, რადგან როგორც აღვნიშნე, ტექნიკურად ძალიან რთულია, ასეთი აღკაზმულობით მუშაობა“ – განაცხადა დავით გადელიამ.
ამასთან ჩვენთვის ცნობილი გახდა, იმ მედიკოსების მცირე ნაწილის ვინაობა, რომლებმაც ამ ურთულეს ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა:
ქირურგი – ვასილ აბულაძე;
ქირურგი – თინათინ კიკვაძე;
ანესთეზიოლოგი – მაია მშვილდაძე;
უმცროსი ექიმი – სოფო კიკვაძე;
საოპერაციო ექთანი – თამარ ჩოჩიშვილი;
ანესთეზიოლოგიის ექთანი – ნინო მამულაშვილი;
სანიტარი – ქეთი წერეთელი;