რეზონანსი
30.04.2020

ჩვენ ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო. უნდა დაველოდოთ ჯერ. ამ ეტაპისთვის, გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია. ეპიდემია არის ქვეყანაში და დიდხანს გაგრძელდა შეკავების ფაზა, სანამ შიდა გავრცელება არ დაგვიფიქსირდა - 22-23 მარტს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა „ფორმულას" ეთერში განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ის რომ ქვეყანაში დიდხანს გაგრძელდა შეკავების ფაზა, არ არის ერთი რომელიღაცა უწყების ან ერთი რომელიმე ღონისძიების შედეგი, არამედ კომპლექსურად ამუშავდა ღონისძიებები.

„კარგად მახსოვს იანვრის შუა რიცხვები. ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ რაღაცა ხდებოდა. ამოვიღეთ ინფორმაცია 2009-2010 წლების, რომელიც პანდემიური გრიპის დროს იყო შემუშავებული. ღორის გრიპის დროს. გეგმა გვქონდა შემუშავებული 2014-ში, როდესაც ებოლა დაიწყო. იანვრის შუა რიცხვებში დავიწყეთ მზადება ღონისძიებებისთვის", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×