რეზონანსი
30.04.2020

თავიდან ვფიქრობდით, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსული პნევმონია იყო და მთავარია, ავადმყოფი არ დაგეღუპოს და თუ გადარჩება, ის აბსოლუტურად გაჯანმრთელებული იქნება. ახლა კი კვლევის შედეგებით გამოჩნდა, რომ ამ დაავადებამ შესაძლოა დატოვოს კვალი გრძელვადიან პესრპექტივაში, თუმცა ეს ჯერ დამტკიცებული არ არის - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, საუბარია სასუნთქ სისტემაზე და არა მხოლოდ. მან შეიძლება გავლენა სხვა ორგანოებზეც იქონიოს.

„თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ კვლევის პირველი შედეგები და ვარაუდებია და ის ჯერ დადასტურებული არ არის" , - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×