რეზონანსი
30.04.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიასთან ბრძოლის შვედური სტრატეგია გამოყო, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლებენ სხვა ქვეყნები ცხოვრების ნორმალური რიტმისკენ დაბრუნებას

„თუ გვსურს ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, შვედეთი უამრავ ასპექტში საზოგადოების მომავალ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც ყველაფერი დახურული არ არის", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკლ რაიანმა.

მაიკლ რაიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთი ჯანდაცვის სფეროში ძლიერ პოლიტიკას ატარებდა.

„მათ მოქალაქეებს ანდეს პასუხისმგებლობის აღება და ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ზომების განხორციელება", - აღნიშნა მან.

ბოლო მონაცემებით, შვედეთში კორნავირუსით ინფიცირების 21 092 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 586 ადამიანი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×