რეზონანსი
30.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურადაა დარეგისტრირებული.

ცერცვაძის განმარტებით, ყველა ადამიანი არც ერთ ქვეყანაში არ არის გამოკვლეული და შესაძლოა, იყვნენ ინფიცირებულები, რომლებმაც ამის შესახებ არ იცოდნენ.

„რაც ვთქვი, არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ინფიცირებულების რეალური რიცხვი აუცილებლად იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურად არის დარეგისტრირებული, რადგან, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, არიან ვიღაცები, რომლებიც რისკის ჯგუფებში გადიან ან ვთქვათ არც არიან რისკის ჯგუბფები, მაგრამ მოხდა ისე, რომ შემთხვევით შეხვდნენ ინფიცირებულს ან რაღაც და ისინი ინფიცირებულები არიან, მაგრამ ყველა ხომ არ არის გამოკვლეული, არც ერთ ქვეყანაში არ არის ყველა გამოკვლეული", - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძის აზრით, სამწუხაროდ, ზოგიერთ ადამიანს არ უხარია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის პოლიტიკა კოვიდის მართვაში წარმატებულია.

„ზოგიერთი ამას, პირდაპირ არასწორი სპეკულაციისთვის იყენებს, რომ, აი, ჩვენთან გარდაცვლილთა რიცხვი იმიტომ არის ასეთი, ნუ როგორ გითხრათ, გასაკვირად მცირე, ექვსი გარდაცვლილი ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია ერთ მილიონ მოსახლეზე და ბევრს ძალიან უკვირს, ზოგს, ჩასაფრებულ ადამიანს, პირდაპირ გეტყვით, ეს გულს სტკენს და არ უხარია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა გახდა წარმატებული კოვიდის მართვაში", - აცხადებს ცერცვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×