
23 წლის მედიკოსი დავით შავშიშვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ამბობს, რომ კლინიკაში მორიგეობის დროს დაინფიცირდა
ახალგაზრდა მედიკოსი ჯერ კიდევ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში მეექვსკე კურსზე სწავლობს და პარალერულად თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, კლინიკა „თიმში" ღამის ცვლაში ექთნად მუშაობს.
„სამსახურში ვიყავი, ვმორიგეობდი გამთენიისას დაახლოებით 5-6 საათი იქნებოდა, ვიგრძენი თავის ტკივილი, ეს თავიდან ღამის გათენებას დავაბრალე. დილით ისევ მქონდა თავის ტკივილი და ტემპერატურაც. ამის შემდეგ ვაცნობე ექიმს. სიმპტომები 13 აპრილს გამომივლინდა მეორე დღე კი, როდესაც ტესტი ჩამიტარეს, დადებითი აჩვენა. სიმპტემები მქონდა შემდეგი: ტკივილი და სუფიბლირალური ტემპერატურა - 37.5.
14-ში აპრილს, როდესაც დამიდასტურდა კრონავირუსი, ორი დღის განმავლობაში მაწუხებდა სიმპტომები, მხოლოდ ხუთი დღე ვიღებდი მედიკამენტებს. თავის ტკივილიც მალევე გამიქრა. 16 რიცხვიდან არანაირი სიმპტომატიკა არ მქონია.
სავარაუდოდ ჩემი დაინფიცირება თანამშრომლისგან მოხდა , რომელსაც ჩემამდე დაუფიქსირდა Covid-19. ჩვენი კლინიკა არ ღებულობდა ინფიცირებულ პაციენტებს, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც ყველგან, ჩვენთან იყო გარკვეული რეკომენდაციები, რომ გვეტარებინა პირბადე, ფარი, ხელთათმანები. ამას რა თქმა უნდა ყველანი ზედმიწევნით ვიცავდით, მაგრამ ხდება ისეც, რომ სადილობ, სიგარეტს ეწევი რა დროსაც პირბადით და ფარით ვერ იქნები. ალბათ ამ დროს მოხდა დაინფიცირებაც", - ამბობს შავიშვილი "პრაიმტაიმთან".
ახალგაზრდა მედიკოსი კარგი ახალ ამბავსაც ავრცელებს. ტესტმა, რომელიც შავიშვილს კორონავირუსზე გუშინ ჩაუტარდა, სუსტად დადებითი აჩვენა, რაც იმის წინაპირობაა, რომ მისი სხეული Covid-19-ის მიმართ ანტისხეულებს გამოიმუშავებს.
მედიკოსი ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და ორშაბათს ხელმეორე ტესტის ანალიზს ელოდება.
„გუშინ ჩამიტარდა დილით ტესტი, რომლის პასუხიც უკვე შუადღეს იყო ცნობილი და სუსტად დადებითი აჩვენა.
4 დღის შემდეგ ჩამიტარდება კვლავ და იმის მიხედვით გადაწყდება მოხდება თუ არა ჩემი კლინიკიდან გაწერა.
ალბათ ისე როგორც ყველას, მეც ძალიან მაინტერესებდა, როგორი გრძნობა იყო, როცა კოვიდინფიცირებული ხარ, თუმცა როცა დავინფიცირდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არაფერი განსაკუთრებული არ მიგვრძნია. ჩვეულებრივი გრიპის ვირუსით რომ ვყოფილვარ ინფიცირებული, მაშინ უფრო ცუდად მიგრძვნია თავი.
იმედი მაქვს, რომ ორშაბათს ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითს აჩვენებს, რადგან 7 მაისს დაბადების დღე მაქვს და ინფექციურში არ შევხვდები ჩემს 24-ე დაბადების დღეს", - დასძინა მედიკოსმა "პრაიმტაიმთან".