რეზონანსი
30.04.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღეს იყო პიკი და ერთ დღეში 1 096 ტესტი ჩატარდა.

მისი თქმით, ტესტირებულთა რაოდენობის ზრდა საკარანტინო ზომების შემსუბუქებასთან არის დაკავშირებული.„დღეს გვქონდა ჩვენ პიკი - ერთ დღეში 1 096 ტესტი ჩატარდა 12 ლაბორატორიაში. 5-დან ავედით უკვე 12 ლაბორატორიამდე მთელი საქართველოს მასშტაბით. იქითა კვირიდან კიდევ სამის დამატებაა გათვალისწინებული. და გვინდა, რომ სადღაც მაისის 15-მდე დაახლოებით დღიურად 1 500-დან 1 700-მდე კვლევა ვაწარმოოთ. მაისის 15-დან შემდეგომ, უკვე მეორე ეტაპზე ვაპირებთ 2 000-დან 2 500 კვლევამდე ასვლას. ეს აუცილებელია. როდესაც ხდება შემსუბუქება ე.წ. შეზღუდვითი ღონისძიებების, აუცილებელია, რომ უფრო ფართომასშტაბიანი და ფართო ხელმისაწვდომობა იყოს PCR-კვლევებზე და მეორე მხრივ, ჰოსპიტალური სისტემის და პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრული მზადყოფნა", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×