რეზონანსი
30.04.2020

ექსპერიმენტულ პრეპარატს „რემდესივირს" გამოჯანმრთელების დაჩქარების საქმეში მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი აღმოაჩნდა. მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვის უნარი აქვს.

ამის შესახებ აშშ-ს ალერგიებისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „რემდესივირი" კოვიდ-19-ით დაავადებელ პაციენტებზე ეფექტურად მუშაობს.

ფაქტს საქართველოში ცნობილი იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუქის" გვერდზე ეხმიანება და წერს:

„დოქტორმა ფაუჩიმ რამდენიმე წუთის წინ, თეთრ სახლში, პრეზიდენტი ტრამპი და მთლიანად მსოფლიო ჩააყენა საქმის კურსში, რომ „რემდესივირი" მუშაობს და იმედის მომცემია წინასწარი შედეგები...

მე კამოსტატ მეზილატი მაინც მესახება, როგორც პრევენციის წამალი (ანუ ვირუსის შეჭრის ხელშეშლის) და რემდესივირი მძიმე პაციენტების...

თუ ეს ასეა, დღევანდელი დღე კორონაპანდემიის დასრულების დღედ უნდა გამოვაცხადოთ", - წერს კულუმბეგოვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×