რეზონანსი
30.04.2020

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტები დღეს ცხრა კლინიკაში არიან განთავსებული.

მისი თქმით, „კოვიდ-19"-ის მართვისთვის ქვეყანაში მობილიზებულია 29 კლინიკა, რომლებიც დეტალურად არის შესწავლილი.

„ამ ეტაპისთვის, საქარველოში მობილიზებული არის 29 კლინიკა, რომელიც დეტალურად არის შესწავლილი როგორც მისი ხარისხობრივი კუთხით, ასევე უზრუნველყოფილია ყველა იმ საჭირო ტექნიკური ინვენტარით, რომელიც მათ „კოვიდინფექციის" მართვისთვის სჭირდებათ. დღესდღეობით პაციენტები განთავსებული არიან მხოლოდ ცხრა კლინიკაში, ვინაიდან იმ მოცულობიდან გამომდინარე, რომელიც დღესდღეობით საქართველოში არის, სხვა დამატებითი კლინიკები ჯერ არ დატვირთულა", - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×