
თუ ასეთი დინამიკა შევინარჩუნეთ და მე-6, მე-7, მე-8 კვირას იქნება 20, 30, 40 შემთხვევა, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპულ ქვეყნებთან შედარებით.
„შემზღუდავი ღონისძიებები თანდათან მსუბუქდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ რეკომენდაციების იგნორირება მოხდეს, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა. მთავარი რეკომენდაციაა ისევ და ისევ - დარჩით სახლში! ეს განსაკუთრებით ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ეხებათ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.