
ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბევრის სამედიცინო კვლევა ტარდება, - ცდიან ამა თუ იმ პრეპარატს, იყენებენ სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტებს. კვლევა ექსპერიმენტულ პრეპარატ „რემდესივირზე" ჩატარდა, რომელიც კოვიდ-19-ით დაავადებელ პაციენტებში ეფექტური აღმოჩნდა, რაზეც უკვე აშშ-ს ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი საუბრობს. თუმცა, ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება გამოითქვა.
როგორც ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი დაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ფაუჩის კვლევის წინააღმდეგ ბევრი გამოვა, რადგან მისი ეფექტურობა ჯერ კიდევ ბოლომდე დამტკიცებული არ არის. ზოგადად, „რემდესივირი," თავიდ დროზე, ებოლას სამკურნალოდ გამოიყენებოდა და ეფექტურიც იყო.
„ეს პრეპარატი გამოიყენებოდა ებოლას სამკურნალოდ და ეფექტური იყო. ეს მედიკამენტი დამტკიცებულია და ახლა გამოსცადეს, რამდენად მუშაობს კოვიდ-19-ზე. სხვადასხვა მონაცემებია - ბევრი უკვე იყენებდა ამ პრეპარატს კვლევამდე და ამბობენ, რომ შედეგები აქვთ.
„როდესაც კვლევა ჩაატარეს, მხოლოდ 8% დაიღუპა იმ ხალხისა, ვინც ამ პრეპარატს იღებდა და 11.6% დაიღუპა, ვისაც თითქოს აძლევდნენ ამ მედიკამენტს და რეალურად არ აძლევდნენ. 3.6% არის სხვაობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ეს პრეპარატი.
„რემდესივირი" შეიმუშავა იმ კომპანიამ, რომელიც ცე-ჰეპატიტის მედიკამენტებს გვაძლევს საქართველოს. ახლა მიდის ტესტირება, რამდენად ეფექტურია. ფაუჩის თუ დავუჯერებთ, ეფექტურია, მაგრამ მერწმუნეთ, ამის გამოყენების ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე აღმოჩნდება," - აღნიშნა სურგულაძემ.
ენტონი ფაუჩი აშშ-ში ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია. თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ „რემდესივირს" გამოჯანმრთელების დაჩქარების საქმეში „მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი" აღმოაჩნდა.
„მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვის უნარი აქვს," - აღნიშნა ექიმმა ფაუჩიმ.
კვლევაში, რომლის საფუძველზეც აღნიშნული განცხადება გაკეთდა, 21 თებერვლიდან მოყოლებული, ასობით ახალი კორონავირუსის გართულებით ჰოსპიტალიზებული პაციენტი მონაწილეობდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ კვლევაში, ის პაციენტები, რომელთაც „რემდესივირით" უმკურნალეს, 11 დღით უფრო ადრე გამოჯანმრთელდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც პლაცებო მისცეს.
კომპანია „გილეადის" მიერ წარმოებული „რემდესივირი" პაციენტებში ვენიდან შეჰყავთ. პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა მსგავსი კორონავირუსებით გამოწვეული სხვა დაავადებების მკურნალობის საქმეშიც.