რეზონანსი
30.04.2020

ბრაზილიაში ოთხშაბათს კორონავირუსის რეკორდული რაოდენობის ახალი შემთხვევები გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 79 500-ს გადააჭარბა. რაც შეეხება ვირუსით დაღუპულებს, კორონავირუსს ქვეყანაში 5 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღნიშულ საკითხზე ჟურნალისტებმა კომენტარი პრეზიდენტ, ჟაირ ბოლსონაროს სთხოვეს, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა: „და რა? რა გავაკეთო? მეც ვგლოვობ. მე მესია მქვია, მაგრამ სასწაულებს ვერ ვახდენ", - აღნიშნა ბოლსონარომ.

ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტმა კორონავირუსის გამო მიღებული ზომები არაერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, კორონავირუსი „მედიის ტრიუკია" და მედია ცდილობს მოატყუოს ლათინო ამერიკელები პანდემიის შესახებ. ბოლსონაროს განცხადებითვე, ზოგიერთი ქალაქის და რეგიონული მთავრობის მიერ მიღებული ზომები ისტერიაა და კორონავირუსი უბრალოდ „პატარა გრიპია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×