რეზონანსი
30.04.2020

ბრიტანელი ტურისტი, 46 წლის დეივ მიტჩელი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან ტაილანდელი მეუღლე, 56 წლის სუკანდა მე-7 სართულის აივნიდან გადააგდო.

ის კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული აკრძალვების გამო ზედმეტად გაღიზიანებული იყო. ამის შესახებ Dailymail-ი წერს.

ქალმა პოლიციას უთხრა, რომ ის და მისი ბრიტანელი მეუღლე კამათობდნენ, როდესაც მან ის აივნიდან გადმოაგდო.

საბედნიეროდ სუკანდა მოპირდაპირე კორპუსის სახურავზე დაეცა, რამაც მისი სიცოცხლე იხსნა.

ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დეივმა პოლიციას უთხრა, რომ ის ძალიან დასტრესილი იყო, რადგან კორონავირუსის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო მან დიდ ბრიტანეთში დაბრუნება ვერ მოახერხა.

ტაილანდში დაწესებული შეზღუდვების გამო კი მას მთელი დღე სახლში უწევდა ყოფნა. მეუღლესთან კამათი სწორედ ამან გამოიწვია.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×