რეზონანსი
30.04.2020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 99 პაციენტი იმყოფება, მათგან 83 კორონავირუსით ინფიცირებულია.

კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, ხუთ პაციენტზე განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითია და ისინი კლინიკიდან გაეწერებიან.

„უარყოფითი პასუხი მივიღეთ ხუთ განმეორებითზე და ხუთივე პაციენტი დატოვებს კლინიკას, მათ შორის ორი არის 14 და 15 წლის მოზარდი", - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, რატიანის თქმით, 8 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×