რეზონანსი
30.04.2020

ჩინეთში ტურიტული ზონების ნაწილი 3-თვიანი დახურვის შემდეგ იხსნება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყანაში 5-დღიანი დღესასწაული 1 მაისს იწყება და სწორედ მაშინ გაიხსნება ტურისტული ზონები, მაგრამ ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნება - წერს ადგილობრივი მედია.

რისტული ადგილზე შესვლა მკაცრად გაკონტროლდება და დამთვალიერებლებს რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ: პირადობის დარეგისტრირება, ტემპერატურის კონტროლი, პირბადის ტარება.

მათი ჯანმრთელობის შეფასება QR კოდით მოხდება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას აჩვენებს.

რამდენიმე ცხელი წერტილი შეზღუდვით იხსნება. თუ გასულ წლებში დღეში აქ 80 000-მდე ვიზიტორს შეეძლო შესვლა, დღეს ეს ციფრი 5 000-მდე ჩამოვიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×