რეზონანსი
30.04.2020

ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ბოჭორიშივილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისის თქმით, პაციენტს ოპერაცია ბოქსირებულ პალატაში, ცალკე გამოყოფილ საოპერაციოში ჩაუტარდა.

„გუშინ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა კოვიდის დიაგნოზი და მესამე კვირაა მკურნალობდა კლინიკაში, ოპერაცია ჩაუტარდა, კონკრეტულად, ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა).

მას ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები, მისი მდგომარეობა გაუარესდა და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.

ჩვენს კლინიკას აქვს სერიოზული გამოცდილება. საბედნიეროდ ბოქსირებულ სექტორში არის ცალკე საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა ოპერაციის ჩატარება.

პაციენტი თავს კარგად გრძნობს, დღეს წამოაყენეს კიდეც და მისი მდგომარეობა დამაკამყოფილებელია",- აღნიშნა სოლოღაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×