რეზონანსი
30.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პიკური პერიოდი ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელების გამოცხადებიდან დაახლოებით 7-8 კვირის შემდეგ მიიჩნევა.

ეზუგბაიას თქმით, ახლა სწორედ ამ პერიოდს ვუახლოვდებით და კარგი იქნება, თუ ქვეყანა ინფიცირებულთა რიცხვის ზომიერი მატების შენარჩუნებას შეძლებს.

მარინა ეზუგბაია ფიქრობს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში პიკური მონაცემები ცუდი არ არის.

„შიდა გავრცელების გამოცხადების დღიდან 7-8 კვირა არის ის, რაც პიკს აღწევს და თუ არ ვცდები, დაახლოებით ამ პერიოდში შევდივართ. აპრილის პირველ კვირას გამოცხადდა შიდა გავრცელება და თუ ასე შევინარჩუნებთ, არ იქნება ცუდი. თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, არ არის ცუდი. ასე თუ გაგრძელდება, შევინარჩუნებთ ზომიერ, კონტროლირებად მატებას და ეს მოგვცემს სიმშვიდის საშუალებას", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×