რეზონანსი
30.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 22 ახალი პაციენტიდან ერთი მედიკოსია.

მისივე თქმით, ზოგადად მედიკოსების ინფიცირების რიცხვი საქართველოში მაღალი არ არის, რაც აჩვენებს, რომ მედპერსონალი თავდაცვის საშუალებებს სწორად იყენებს.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, 22 შემთხვევიდან მხოლოდ ერთია მედპერსონალიდან ინფიცირებული. მედიკოსი, ჩვენს კლინიკაში არ არის მოთავსებული.

როგორც ჩემთვის ცნობილია, ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა არ არის დიდი ციფრი, ჯერჯერობით რაღაცნაირად ვინარჩუნებთ ამას. ეტყობა, მედპერსონალი თავდაცვის საშუალებებს მეტ-ნაკლებად სწორად და ადეკვატურად იყენებს. ჩვენთან მედიკოსების ინფიცირების ხარისხი დაბალია და ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×