რეზონანსი
30.04.2020

ნიუ იორკში, სატვირთო მანქანებში 100-მდე ცხედარი ნახეს. სპეციალური მაცივარ-მანქანები დამკრძალავ ბიუროსთან იდგა. უსიამოვნო სუნის შესახებ პოლიციაში შეტყობინება მეზობლებისგან შევიდა.

დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელის განმარტებით, კომპანიის სამაცივრე საწყობი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ ცხედრები მანქანებში გადაეტანათ.

არიან, თუ არა გარდაცვლილები კორონავირუსის გამო დაღუპულები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკი კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია. დიდი ოდენობის დაღუპულების გამო ქალაქში დამკრძალავი ბიუროები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×