
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორის დავით გადელიას ინფორმაციით, საქართველოში პირველად კოვიდინფიცირებულ პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ჩატარდა ინფიცირებული პირის ოპერაცია. ექიმები ორი დღე ცდილობდნენ პაციენტის დახმარებას თერაპიული მკურნალობით, მაგრამ ქირურგიული ჩარევის გარეშე პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდა. დავით გადელიას განმარტებით, ოპერაცია ლაპარასკოპიის მეთოდით ნაღვლის ბუშტზე ჩატარდა.
„სრული აღკაზმულობით მოუწიათ ექიმებს ოპერაციის ჩატარება, ექთნის შეცვლაც კი დაგვჭირდა, რადგან ძალიან რთულია ასეთი აღკაზმულობით მუშაობა. ოპერაცია წარმატებით ჩავატარეთ.
ქირურგი საოპერაციოდან რომ გამოვიდა, როგორც იტყვიან, წყლად იღვრებოდა, სათვალეც კი დაბურული ჰქონდა, რადგან როგორც აღვნიშნე, ტექნიკურად ძალიან რთულია, ასეთი აღკაზმულობით მუშაობა“ – განაცხადა დავით გადელიამ.