რეზონანსი
29.04.2020

თემქაზე, 143-ე სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი „გლოვოს“ კურიერს დაეჯახა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მოხდა.

მათივე ინფორმაციით, შავი ფერის „ჰონდას“ მარკის ავტომობილი ჩამქრალი ფარებით გადაადგილდებოდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„ბიჭი 143-ე სკოლასთან გაიტანა ვიღაც არაკაცმა და გაიქცა“, – ჰყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულს ოპერაცია უტარდება.

ფაქტი „პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს. თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ მძღოლი იდენტიფიცირებულია.

საქმეზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×