რეზონანსი
29.04.2020

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ხვალ COVID-19-თან დაკავშირებით საგანგებო კომიტეტის სხდომას გამართავს, რომელზეც პანდემიის განვითარების ამჟამინდელი ეტაპი და სამომავლო მოქმედებების გეგმა იქნება განხილული.

WHO კორონავირუსის გავრცელების პრევენციითვის სახელმწიფოებს ახალ რეკომენდაციებს გააცნობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულია 3 მლნ-ზე მეტი და გარდაცვლილია 220 000-ზე მეტი ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×