რეზონანსი
29.04.2020

გასაკვირია, დღეს რა ყველა ვირუსოლოგი და ეპიდემიოლოგი გახდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე" განაცხადა.

„ექიმებს არ ვუტევთო და რას ჰქვია, არ უტევენ?! მკურნალობის პროტოკოლი ჩვენი ექიმების ჩამოყალიბებულია და მოდით, სტატისტიკით ვიმსჯელოთ. რა, შედეგით არ ითვლება ყველაფერი?! ჰოდა, თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, არც ისე ცუდი შედეგი გვაქვს, თუ არა საუკეთესო. ამ ტესტირებასთან დაკავშირებით კიდევ, სამხრეთ კორეა აწარმოებს ამ ტესტებს და მათ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილის ტესტირება გააკეთეს. მეორეც, ტესტირება იმას არ ნიშნავს, რომ ხელი ჩამოგართვა და დამტკიცებულია, რომ შენ არაფერი გაქვს. შეიძლება, აღმოგაჩნდეს. იქ ლაბორატორიული კვლევებია და მოკლედ, მთელი სქემა და სისტემაა. ამ თემებში ისე შემოდიან და გადიან, გეგონება, იმ საკითხების ექსპერტები იყვნენ. რასაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეუბნება, ის არის ნამდვილი და სწორი, დანარჩენი კი ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციებია", - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×