რეზონანსი
29.04.2020

აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა არ შეცვლილა. 30 პაციენტიდან უახლოეს დღებში რამდენიმეს გამოჯანმრთელებას ელოდებიან. როგორც "მედალფაში" განაცხადეს, ხვალ დაიწყება განმეორებითი ანალიზების აღება.

მედიკოსების თქმით, გაუმჯობესდა მძიმე პაციენტის მდგომარეობაც, თუმცა ის კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება.

"მედალფაში მკურნალობის კურსს 30 პაციენტი გადის, მათი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. მძიმე პაციენტი კვლავ ერთია, მართვითი სუნთქვა არის გამარტივებული, მდგომარეობა კი დინამიკაში გაუმჯობესდა. უახლოეს დღეებში ველოდებით განმეორებითი ტესტირების პასუხებს და სავარაუდოდ რამდენიმე პაციენტი დატოვებს კლინიკას,"- განაცხადა "მედალფას" დირექტორმა ალექსი გოხელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×